არქეოლოგიური მასალა მიგვანიშნებს, რომ პირველი დასახლებები ქალაქის ტერიტორიაზე ენეოლითის ხანაში, ჩვ.წ.აღ-მდე IV-III ათასწლეულებში გაჩნდა.
V საუკუნის მეორე ნახევრიდან, ქართლის მეფის, ვახტანგ გორგასლის ბრძანებით იწყება თბილისის შემდგომი შენება, მისი ქართლის სატახტო ქალაქად გადაქცევის მიზნით. ვახტანგის დაწყებული საქმე, მისმა მემკვიდრემ, დაჩიმ დაასრულა.
ისტორიამ შემოგვინახა არაჩვეულებრივი თქმულება თბილისის დაარსების შესახებ
ერთ დროს თბილისი და მისი მიდამოები ტყით ყოფილა მოცული. ერთხელ აქ ვახტანგ გორგასალი ნადირობდა. მეფისა და მისი ამალის მწევრებმა ხოხობი ააფრინეს. მეფის მიმინო ხოხობს გამოედევნა და ორივე ფრინველი მალე თვალს მიეფარა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მეფემ და მისმა მხლებლებმა ნახეს, რომ ორივე ფრინველი ცხელ გოგირდოვან წყაროში ჩავარდნილიყო. ამ ტერიტორიაზე ბევრი ასეთი სამკურნალო წყარო იყო. ვახტანგ მეფეს მოეწონა ეს ადგილი და ქალაქის აშენება გადაწყვიტა. სახელად კი თბილი წყლების გამო თბილისი უწოდა.
წყარო